გერმანია, საშობაო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ტურისტულ ცენტრად იქცა. ბერლინსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ტრადიციული საშობაო ბაზრობები უკვე გაიხსნა.
მილიონობით სტუმარს სადღესასწაულო განათებები, გლინტვეინი, ტრადიციული ტკბილეული და ხელნაკეთი დეკორაციები ხვდება. წელს განსაკუთრებით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

