ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს, თუმცა მშობლების ნებართვის შემთხვევაში წვდომა 13 წლიდან იქნება დაშვებული.
კვლევაში, რომელიც ევროპარლამენტში წარმოადგინეს, ნათქვამი იყო, რომ ოთხიდან ერთი არასრულწლოვანი ამჟამად ავლენს სმარტფონის „პრობლემატური გამოყენების“ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს დამოკიდებულებად.
რეზოლუციას ამ ეტაპზე სავალდებულო იურიდიული ძალა არ აქვს.

