ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი 7:6, 6:2 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის მეოთხე ტიტული მოიპოვა.
საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალამდე რთული გზა გაიარა: დაამარცხა ჯონ მილმანი, მალეკ ჯაზირი, ტეილორ ფრიტცი. ბასილაშვილისთვის და ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული გამოდგა მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. დოჰას ტურნირზე გამარჯვებით ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.