მთავარიკუბიევროპის ალტერნატიული „სამშვიდობო გეგმა”

ევროპის ალტერნატიული „სამშვიდობო გეგმა”

The Telegraph-მა და და საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნეს აშშ-ის ალეტრნატიული, „ევროპის სამშვიდობო გეგმა“ უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად.

ამავე გამოცემების ცნობით, ეს გეგმა შედგენილია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩართულობით და ის ეფუძნება მეტწილად აშშ-ის მიერ წარდგენილ 28 პუნქტს, თუმცა არსებითი განსხვავებებია.

ევროპული გეგმის მიხედვით, რუსული აქტივები რჩება გაყინული უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურებამდე. ასევე, საუბარია უკრაინის NATO-ში გაწევრების საკითხზეც და ნათქვამია, რომ ეს დამოკიდებული იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრთა კონსენსუსზე.

ევროპული გეგმის მიხედვით, ასევე სადავო ტერიტორიებზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ფრონტის ხაზზე მხარეების შეხების წერტილიდან. აშშ-ის ალტერნატიული, ევროპული გეგმა ასევე ითვალისწინებს უკრაინაში არჩევნების ჩატარებას „რაც შეიძლება მალე“.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend