კომპანია Cloudflare-ში განაცხადეს, რომ პრობლემა შეექმნათ სერვერებს, რის გამოც სხვა ვებგვერდები და აპლიკაციები, მათ შორის X, ასევე ChatGPT და Spotify დროებით შეფერხებით მუშაობდა.
Cloudflare ვებგვერდებსა და ინტერნეტაპლიკაციებს ღრუბლოვან სერვისებს სთავაზობს. კომპანიის ცნობით, პრობლემა აღმოფხვრილია და მათი გამოკვლევით, ეს არ იყო კიბერთავდასხმა.

