ბანგლადეშის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას სიკვდილით დასჯა დაკაში დაფუძნებულმა საერთაშორისო დანაშაულის ტრიბუნალმა მიუსაჯა.
სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, მას ეს განაჩენი გამოუტანეს გასულ წელს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევისთვის, რასაც, გაეროს ინფორმაციით, 1400-მდე ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლომ დაადგინა, რომ დარბევის ბრძანების გაცემაზე პასუხისმგებელი სწორედ ის იყო.
სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული ჰასინა დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან ის არეულობის შემდგომ ინდოეთში გაიქცა.
საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალმა ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ასადუზამან ხანის და ის მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.


