„ღაზის ის ნაწილი, რომელიც ჰამასის ხელშია, დემილიტარიზებული იქნება და ჰამასი განიარაღდება. ეს ან მარტივი გზით მოხდება, ან რთულით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ- მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „სხვაგვარად შეუძლებელია“ და ამ საკითხთან დაკავშირებით, მას და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საერთო ხედვა აქვთ.
„რაც შეეხება ვარაუდს, თითქოს ღაზის იმ ნაწილში, რომელიც ჰამასის ხელშია, დემილიტარიზაცია არ მოხდება – ასეთი რამ შეუძლებელია. 20 პუნქტიანი გეგმითაც და სხვა ყველაფრის მიხედვითაც, ეს ტერიტორია დემილიტარიზებული იქნება და ჰამასი განიარაღდება. ეს ან მარტივი გზით მოხდება, ან რთულით. ეს არის ის, რასაც მე ვამბობ. და რასაც ამბობს პრეზიდენტი ტრამპიც“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა ისიც, რომ ისრაელში არჩევნები წლის ბოლომდე ჩატარდება და განაცხადა, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში მისი პარტიის პრაიმერიზსს „როგორც შიგნიდან, ისე გარედან უტევდნენ“.

