მთავარიევროპააზერბაიჯანიბაქომ ყარაბაღში გამარჯვების მეხუთე წლისთავი იზეიმა

ბაქომ ყარაბაღში გამარჯვების მეხუთე წლისთავი იზეიმა

აზერბაიჯანის დედაქალაქში ყარაბაღის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, არაერთი საერთაშორისო სტუმარი ესწრებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის  იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პაკისტანის პრემიერი, შეჰბაზ შარიფი.

2023 წელს აზერბაიჯანმა სწრაფი შეტევის შედეგად სრული კონტროლი დაიბრუნა რეგიონზე, ხოლო 120 000-მა ეთნიკურად სომეხმა ტერიტორია დატოვა. ყარაბაღი, რომელიც ომამდე მთიანი ყარაბაღის სახელით იყო ცნობილი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად იყო აღიარებული, მთიან რეგიონს ათწლეულების განმავლობაში  სომხური ძალები აკონტროლებდნენ. ორმა ომმა, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისსა და  2020 წელს მიმდინარეობდა,  ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, ათიათასობით კი – იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.

წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში ხელი მოაწერეს აშშ-ს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend