მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით შანხაიში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით შანხაიში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით, შანხაიში ვიზიტს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან და ის მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობის ცნობით, ირაკლი კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend