ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, ღაზის სექტორში ძლიერი ავიაიერიშები განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თავდასხმა ისრაელელ სამხედროებზე ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, და ასევე, „ჰამასის“ მხრიდან ცხედრების დაბრუნების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევა.
Following security consultations, Prime Minister Netanyahu has directed the military to immediately carry out forceful strikes in the Gaza Strip.
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) October 28, 2025
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, „ჰამასი“ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღევვასი დაადანაშაულა.
ისრაელი და „ჰამასი“ ოქტომბრის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აშშ-ის შუამავლობით დათანხმდნენ. ამ შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა შეწყვიტა ღაზის სექტორის დაბომბვა, ხოლო „ჰამასმა“ გაათავისუფლა დარჩენილი მძევლები და დაიწყო დაღუპულთა ცხედრების გადაცემა.

