ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ, სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს, პასუხების გაცემის 45%-ის შემთხვევაში სიზუსტის პრობლემა აქვთ.
ჟურნალისტებმა ჩატბოტები შეამოწმეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: სიზუსტე, წყაროს მოძიება, კონტექსტი და უნარი, გაარჩიოს ფაქტი მოსაზრებისგან. AI-ჩატბოტის გამოყენებით, ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი იღებს ონლაინ ინფორმაციას.

