მთავარიმსოფლიოNATO„მშვიდობა ძალით“ - ნატოს მინისტრები შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ

„მშვიდობა ძალით“ – ნატოს მინისტრები შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ

უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების მსურველთა რიცხვი იზრდება. ამ მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ ომში კიევის გასაძლიერებლად ფინანსურ კონტრიბუციას უკვე ნატოს 16 სახელმწიფო უერთდება – ასეთია ალიანსში ახლადგაწევრიანებული წევრებიც შვედეთი და ფინეთიც.

ბრიუსელში, დღეს მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალზე არაერთხელ ითქვა, რომ რუსული საფრთხის ფონზე, რომელიც აღმოსავლეთმა ფლანგმა საკუთარ ცაზე არაიდენტიფიცირებული დრონებით უკვე იწვნია, ალიანსმა საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის ზრდა უნდა გააძლიეროს.

პარალელურად, გრძელდება უკრაინის მომარაგება, მათ შორის აქტიური დისკუსია მისთვის შორი მოქმედების რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. ამ მხრივ ივლისსა და აგვისტოში შემცირებულმა რიცხვებმა მინისტრებს ნათლად მიანიშნებს, რომ კიევის მხარდაჭერა გასაძლიერებელია – განსაკუთრებით კი მოახლოვებული ზამთრის ფონზე.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე აშშ-ის ომის მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მშვიდობის გზებს მალე არ დასთანხმდება, მოკავშირეებთან ერთად შტატებს ექნება ისეთ პასუხი, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია რომ ჰქონდეს.

პიტ ჰეგსეთს არ დაუზუსტებია, თუ რას გულისხმობდა ამ გაფრთხილების მიღმა. გზავნილს ჯერ არ გამოხმაურებია კრემლი.

“ვხედავთ, რომ ევროპელი პარტნიორები სერიოზულად იღებენ ვალდებულებებს იმ შეთანხმების ფარგლებში, რომლითაც უკრაინისთვის ამერიკული შეიარარბის შესყიდვა ხდება. რუსეთი ხედავს ნათელ სიგნალს იმისათვის, რომ მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. თუ მოკლე ვადაში ეს არ მოხდება, მშვიდობისკენ გზა არ გამოჩნდება  და ომი არ დასრულდება – მაშინ შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯებს, რათა რუსეთს დაუწესდეს საფასური განგრძობადი აგრესიისთვის. ეს ნაბიჯი თუ უნდა გადავდგათ, აშშ-ის ომის დეპარტამენტი მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე როგორც მხოლოდ აშშ-ს შეუძლია. ჩვენ სრულიად ვიაზრებთ, რომ რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტური შეკავება არის, უპირველეს ყოვლისა – სასიკვდილო, ბრძოლისუნარიანი ნატო ევროპის ხელმძღვანელობით, მეორე – ბრძოლისუნარიანი უკრაინული არმია, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია და შეუძლია შეაკავოს რუსეთი ნატო-ს საზღვრებთან. ეს ომი უნდა დასრულდეს, როგორც ეს მოხდა ახლო აღმოსავლეთში, პრეზიდენტმა ტრამპმა იცი როგორ მიაღწიოს მშვიდობას – მხოლოდ მას აქვ ამის უნარი -ეს ომი პრეზიდენტ ტრამპის დროს არ დაწყებულა, თუმცა მისი პრეზიდენტობისას დასრულდება. მოდით, დავამყაროთ მშვიდობა ძალის მეშვეობით“-ამბობს პიტ ჰეგსეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend