იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო მასშტაბის დეპორტაციის კამპანიას აწარმოებს მიგრანტების წინააღმდეგ, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მთელ მსოფლიოში უსაბუთო ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა სულ უფრო მკაცრდება, მაგრამ არა ესპანეთში – ამ ქვეყანაში მიგრანტების მეშვეობით მუშახელის დეფიციტს ავსებენ .
ესპანეთის მთავრობას სურს, რომ მილიონზე მეტი ემიგრანტი კანონის ფარგლებში ჩასვას სამი წლის განმავლობაში. ევროპაში დემოგრაფიული მდგიმარეობის გაუარესების ფონზე მადრიდი ამ ნაბიჯს მომავალი კეთილდღების კიდევ ერთ გასაღებად მიიჩნევს.
2027 წლისთვის ერთ მილიონზე მეტ უსაბუთო ემიგრანტს ესპანეთში კანონიერ სტატუსს მიანიჭებენ. სამთავრობო რეფორმა, რომელიც ძალაში 2025 წლის მაისში შევიდა, მიზნად ისახავს, რომ სამი წლის განმავლობაში წელიწადში 300 ათასი ადამიანის ლეგალიზაცია მოახდინოს. პარალელურად, ახალი საკნაონმდებლო ინიციატივის მიხედვით ესპანეთში 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე შესული 470 ათასი ემიგრანტის ლეგალიზაციაც იგეგმება. ამ ინიციატივამ ჯერ ესპანეთის საპარლამენტო დებატები უნდა გაიაროს. რეფორმის მთავარი მიზანია ქვეყნის ეკონომიკიური ზრდის წახალისება და საპენსიო სისტემის მხარადჭერა.
მიგრანტები ესპანეთის მუშახელის 13.5%-ს წარმოადგენენ და 2024 წელს ახლადდასაქმებულთა 40% სწორედ მათზე მოდიოდა, განსაკუთრებუთ მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სექტორებში. მადრიდის ახალი პოლიტიკა მუშახელის დეფიციტისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ეს რელობა პრობლემას მთელ ევროკავშირს უქმნის, სადაც შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა წელიწადში ერთი მილიონით მცირდება. უცხოელებმა 2019-2023 წლებში ახალი სამუშაო ადგილების ორი-მესამედი შეავსეს. გათვლების მიხედვით, ევროკავშირში უკანონო ემიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონ 600 ათასიდან – 3 მილიონ 200 ათასამდე მერყეობს. ესპანური მოდელი ეწინააღმდეგება ევროპის მიგრაციის პაქტს, რომელიც მიგრანტების უკან გაბრუნებასა და საზღვრების კონტროლს ითხოვს.
ესპანეთში ჩასულ მიგრნტებს შორის არის 31 წლის ლორენა
ლორენა ფლეჩასი კოლუმბიიდან. ლორენა ესპანეთში შარშან მარტში ჩავიდა მეუღლესთან და მცირეწლოვან გოგონასთან – სოლთან ერთად. ცოლ-ქმარმა ბინა მადრიდის პერიფერიულ უბანში იქირავა.
ლორენა ფლეჩასი:
“ჩემს ქვეყანაში ახლა სულ ომია, ბომბებს აფეთქებენ და ხალხს იტაცებენ. ამიტომ ჩემს თავს ვუთხარი: „არა ვერ დავტოვებ ჩემს გოგონას და ჩემს ოჯახს ასეთ გარემოში.“ თავიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსურდა წასვლა, მაგრამ მითხრეს, რომ იმ ხელფასით, რაც მქონდა ვიზას ვერ მივიღებდი. საზღვრის უკანონო კვეთაზეც ვიფიქრე, მაგრამ არ მინდოდა ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეში ჩამეგდო.“
ახალგაზრდა ქალმა და მისმა მეუღლემ ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვების პროცესი დაიწყეს.
“ესპანეთში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს ოჯახს უკეთ ეცხოვრა. ჩემი გოგონა ჯერ ძალიან პატარაა და კიდევ აქვს დრო, რომ კარგი განათლება მიიღოს და ცხოვრებაში წინ წავიდეს. ახლა კიდევ ერთ ბავშვს ველოდები და ისიც იმსახურებს კომფორტულ პირობებში აღზრდას,“ – ამბობს ლორენა.
ლორენას და მისი ქმარი ოცნებობენ, რომ ერთ მშვენეირ დღეს საკუთარ სახლს იყიდიან. მაგრამ მანამდე ლორენას ოჯახს იმ შემთხვევითი სამუშაოთი გააქვს თავი, რომელსაც მეუღლე პოულობს და თან ასოციაცია AESCO-ც ეხმარებათ, რომელიც ემიგრანტებს მატერიალური შემწეობის გარდა ლეგალური სტატუსის მიღებაში უწყობს ხელს.
ასოციაცია AESCO-ის ბენეფიციარების უმეტესობა ლათინური ამერიკიდანაა. ლეგალიზების პროცესს რამდენიმე წელი სჭირდება – უკმაყოფილოა ასოციაციის პრეზიდენტი. მას სჯერა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი ემიგრანტების მასობრივი ლეგალიზების პროგრამა სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს.
ანდრეს გავირია, ასოციაცია AESCO-ის პრეზიდენტი:
“ეს აუცილებელია, რათა ძალიან ბევრ ადამიანს არაფორმალური ეკონომიკიდან გამოსვლის საშუალება მისცენ. სტატისტიკის მიხედვით, ლათინური ამერიკიდან ჩამოსულებში ათიდან ხუთი-ექვსი უკანონოდაა შემოსული. სწორედ ისინი არიან პოტენციური მუშახელი ევროპის ისეთი სექტორებისთვის, რომლებშიც მუშახელზე დიდი მოთხოვნაა.“
მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის პროფესორი სოციოლოგი კლაუდია ფინტოელი ფიქრობს, რომ ემიგრამტები დღეს ესპანეთის დასაქამების ბაზრისა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით, წამყვანი საკითხია.
“ესპანეთში 5 მილიონ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა 2022-2024 წლებში; ამის 75 პროცენტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებმა, ანუ უცხოელებმა დაიკავეს. მეორეც, ემიგრაციამ შესაძლოა დემოგრაფიული ვარდნა შეარბილოს,“ – განმარტავს კლაუდია ფინტოელი. „მესამეც, ლეგალიზაცია მართალია ვერ გადაჭრის უკანონო ემოგრაციის პრობლემას როგორც ასეთს, მაგრამ უკანონობის დონეს შეამცირებს. ესპანეთი 2009 წლიდან ახდენს ლეგალიზაციას, რამაც ერთ მილიონ ადამიანს საშუალება მისცა მიეღო კანონიერი სტატუსი. ხოლო 2005 წლის ლეგალიზაციის პროგრამის შედეგად, სოციალური გადსახადიდან მიღებული შემოსავალი 4000 ევროთი გაიზარდა ერთ ლეგალიზებულ ემიგრანტზე.“
მიუხედავად იმისა, რომ ესპანური მოდელი მკვეთრად ეწინააღმდეგბა ევროპულ სტრატეგიას, რომელიც ძირითადად დეპორტაციაზდე ამახვილებს ყურადღებას, ფინოტელი ამბობს, რომ ლეგალიზების მსგავსი მექანიზმები, რომელთაც იგივე შედეგი დადეს, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დანერგა.
„ ვგულისხმობ როგორც ინდივიდუალურ ლეგალიზებას ესპანეთსა და პორტუგალიაში, ისე ჯორჯა მელონის მიერ გამოცემულ დეკრეტს მიგრაციის ნაკადების შესახებ, რომელიც 450 ათასი ადამიანის დე ფაქტო ლეგალიზაციის საშუალებას იძლევა იტალიაში და ასევე ლტოლვილთა შეჩერებული დეპორტაციების დე ფაქტო ლეგალიზაციას გერმანიაში. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა შარშან მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომ ევროკავშირი მუშახელის დეფიციტს განიცდის. ევროპაში ბოლო წლებში ახალი სამუშაო ადგილების 50% სწორედ მიგრანტების დამსახურებით შეიქმნა. ამიტომ ეს დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკის ზრდის ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა იმ დროს როცა მოსახლეობა მცირდება და ე.წ. „ბეიბი ბუმერების“ თაობას 15 წელი უკლია პენსიამდე,“ – განმარტავს კლაუდია ფინოტელი.
ავტორი: ვალერი გორე