მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში წყალდიდობას 64 ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

მექსიკაში წყალდიდობას 64 ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

მექსიკაში სტიქიას ებრძვიან. ბოლო დღეებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ მექსიკაში ძლიერ წვიმებს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 64 ადამიანი, 65 კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

საცხოვრებელი სახლების ნაწილი მთლიანად განადგურდა. სტიქია განსაკუთრებით იმ შენობებს შეეხო, რომლებიც მდინარეების ნაპირებზე იყო აშენებული. წყალდიდობამ და მეწყერმა საცხოვრებელი სახლების გარდა, სხვა შენობებიც დააზიანა.

„როდესაც სახლიდან გამოვედით, უკვე გამაფრთხილებელი განგაშის სირენა იყო ჩართული და მდინარე უკვე ადიდებული. გავიქეცით, თან არაფერი წაგვიღია, მხოლოდ აუცილებელი ნივთები, სხვა არაფერი. ეს ძალიან მძიმე წუთები იყო. ვინც გამოსვლა ვერ შეძლო, დაიღუპნენ“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, რობერტო ოლვერა.

13 სექტემბერის სტიქიის გამო, მექსიკის ათობით მუნიციპალიტტი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„გავიგეთ, რომ მეორე მხარეს მდინარე ადიდდა და მხოლოდ იმით წამოვედით, რისი აღებაც შევძელით; ყველაფერი დანარჩენი სრულიად განადგურდა. ასეთი სტიქია იყო, აქამდე არასდროს გვინახავს. სახლში დაბრუნებულებმა შენობაში ვერც შევაღწიეთ. ჩემი სახლი ისეთი დატბორილი იყო, წყალში თითქმის არ ჩანდა“, – აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული, ლილია რამირესი.

სტიქიის ზონაში ათასობით სამხედრო მოსამსახურეა ამ დრომდე განლაგებული. 80-ზე მეტი თემი კვლავ მოწყვეტილია გარესამყაროს. წინასწარი შეფასებით დაზიანებულია 100 000-მდე სახლი.

„ხელს გვიწყობს ის ფაქტი, რომ აღარ წვიმს. ამის გამო მნიშვნელოვნად დაიწია წყლის დონე. ამიტომ, სამაშველო სამუშაოების დროს აღარ არის საჭირო თოკები. უკვე შესაძლებელია ფეხით გადაადგილებაც“, – განაცხადა საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა, ლუის ალბამ.

მექსიკის სამოქალაქო დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend