ესპანეთში სტიქიას ებრზვიან – ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საგანგებო მზადყოფნის მაღალ დონეს.
ძლიერი წვიმის შემდეგ, ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ვალენსიის რეგიონის უმეტეს ნაწილში კი განგაშის ნარინჯისფერი დონე ჯერ ისევ მოქმედებს.
გასულ უქმეებზე ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ გარკვეული ტერიტორიებიდან მოქალაქეები გაიყვანა. ევაკუცია 100-მდე პირს შეეხო. დაახლოებით ერთი წლის წინ, ვალენსიის რეგიონში, დამანგრეველი წყალდიდობას 230-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.
სტიქიია ესპანეთის საკურორტო კუნძულ იბიცაზეც. სამოქალაქო გვარდიამ გადაარჩინა მოქალაქე, რომელიც ძლიერი წვიმების გამო ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, საკუთარ ავტომობილში იყო ჩარჩენილი.
კუნძულზე, სამხედრო სამსახურის საგანგებო სიტუაციების რაზმი განლაგდა, რომლებიც სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით სადრენაჟე და ტალახის გაწმენდით ოპერაციებში ჩაერთნენ. ეს ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ძლიერმა წვიმამ იბიცაზე წყალდიდობა გამოიწვია.
კუნძულზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტურისტებში ღამის ცხოვრებითა თუ სანაპიროებით, შაბათ-კვირას ათობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.
შტორმმა, სახელწოდებით „ალისმა“, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უხვი ნალექი მოჰყვა, დააზარალა პირინეის ნახევარკუნძული და ბალეარის კუნძულებიც.

