მთავარიაზიაისრაელი„მძევლების გათავისუფლება ისტორიული მოვლენაა“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

„მძევლების გათავისუფლება ისტორიული მოვლენაა“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი 13 ოქტომბერს „ჰამასისგან“ მძევლების გათავისუფლებას ელის. შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ ცოცხალ ტყვეებთან ერთად დაღუპული ისრაელელების ცხედრებიც უნდა გადასცენ.

საუბარია საერთო ჯამში 20 ცოცხალ მძევალსა და 28 ცხედარზე. სანაცვლოდ კი, ისრაელის ციხეებიდან 2000-მდე პალესტინელი უნდა გათავისუფლდეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელელი მძევლების გათავისუფლება „ისტორიული მოვლენა“ იქნება. მან ბოლო მიმართვისას თქვა, რომ „ეს ძალიან ემოციური წუთებია, რადგან ისრაელის მოქალაქეები საკუთარ მიწაზე ბრუნდებიან“. სწორედ მძევლების გათავისუფლება იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და ამ შეთანხმების პირველი ფაზაც.

„ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მაგრამ ჩვენს მებრძოლებს სჯეროდათ. ჩვენს ერს სჯეროდა. და მეც მჯეროდა. ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ ძალიან დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. მტერი ცდილობს ხელახლა გადაჯგუფებას, რათა კვლავ დაგვესხას თავს. პასუხად კი ყოველთვის ვამბობთ – „ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend