გერმანიის ქალაქ ჰერდეკეს ახალარჩეული მერი ირის შტალცერი ცივი იარაღით დაჭრეს.
მედიკოსების თანახმად, მისი მდგომარეობა კრიტიკულია – მას ჭრილობები აქვს მიყენებული მუცლისა და ზურგის არეებში.
მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. პლატფორმა X-ზე მან დაწერა, რომ „დაუყოვნებლივ საჭიროა გამოძიების ჩატარება“.
Uns erreicht eine Nachricht über eine abscheuliche Tat aus Herdecke. Sie muss jetzt schnell aufgeklärt werden. Wir bangen um das Leben der designierten Bürgermeisterin Iris Stalzer und hoffen auf vollständige Genesung. Meine Gedanken sind bei ihrer Familie und ihren Angehörigen.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) October 7, 2025
ირის შტალცერი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრია, რომელიც კოალიციაშია ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ” პარტიასთან.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ამ დროისთვის უცნობია დანაშაულის მოტივი, თუმცა მომხდარს უკავშირებენ 2019 წელს, „კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლის, ვალტერ ლიუბკეს მკვლელობას. ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საიმიგრაციო პოლიტიკას.