მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის მმართველმა პარტიამ ქალი ლიდერი აირჩია

იაპონიის მმართველმა პარტიამ ქალი ლიდერი აირჩია

იაპონიის მმართველმა, “ლიბერალ-დემოკრატიულმა” პარტიამ საკუთარ ლიდერად, ყოფილი ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრი, სანაე ტაკაიჩი აირჩია. ეს კი უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან შესაძლოა, იაპონიის ისტორიაში ის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდეს.

საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა 15 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მანამდე, 64 წლის ტაკაიჩიმ მოახერხა და შიდა პარტიულ კენჭისყრაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს, მოქმედ სოფლის მეურნეობის მინისტრს გაუსწრო, რითიც ლიდერის პოზიცია გაინაღდა. სხვადასხვა დროს მას უმუშავია, როგორც ეკონომიკის, ისე შინაგად საქმეთა მინისტრისა და გენდერული თანასწორობის მინისტრის პოზიციაზე.

მან უკვე აღნიშნა,რომ საკუთარ მთავრობაში ქალების გაძლიერებას გეგმავს, თუმცა მას ამ ხმრივ ანგარიშის გაწევა მოუწევს მამაკაც კანონმდებლებისთვის, რომლებიც მეტად კონსერვატიული შეხედულებების არიან.

„ბევრ თქვენგანთან ერთად, ჩვენ ნამდვილად ვიწყებთ ახალ ეპოქას ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისთვის. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში შევიტანოთ ცვლილებები კონსტიტუციაში და მოვარგოთ ის თანამედროვე მოთხოვნეს. ასევე უნდა შეიცვალოს იმპერატორის სახლის შესახებ კანონიც, რათა იმპერატორული ხაზის გაგრძელება მამრობითი სქესით იყოს უზრუნველყოფილი”, – აღნიშნა ტაკაიჩიმ.

იაპონიაში სამთავრობო კრიზისი წლებია გრძელდება, ბოლო 5 წელიწადში ქვეყანამ 4 პრემერი გამოიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend