დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში „ქუთაისი 2010-მა“ „კსუ“ 97:96 დაამარცხა.
ძირითადი დროის ბოლო წამზე „ქუთაისის“ ლეგიონერმა, ჯავიენ ოგუნიემიმ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა, ოვერტაიმში კი გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი გიორგი სულაბერიძემ შეასრულა ზუსტად.
„ქუთაისიდან“ ყველაზე მეტი, 31 ქულა დეტრეკ ბრაუნინგმა ჩააგდო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდიდან კი ყველაზე შედეგიანი 23 ქულით ლუკა მაზიაშვილი იყო.
ფინალურ შეხვედრაში „ქუთაისი 2010“ „ვსა-ს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში „ბათუმი” 79:76 დაამარცხა.
ფინალი 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.