მთავარიევროპადანიაარაიდენტიფიცირებული დრონები ევროპის ქალაქებში

არაიდენტიფიცირებული დრონები ევროპის ქალაქებში

დანიაში ოლბორგის აეროპორტის მუშაობა 24 საათში ორჯერ შეფერხდა. მიზეზი ცაში არაიდენტიფიცირებული დრონების აქტივობაა, რომელთა წარმომავლობაც ამ დრომდე უცნობი რჩება.

ოლბორგის აეროპორტი როგორც კომერციული, ისე სამხედრო ფრენისთვის გამოიყენება. კოპენჰაგენმა მომხდარი „ჰიბრიდული თავდასხმის“ კუთხით განიხილა და ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირს დაუყოვნებლივ მიაწოდა.

რუსული საფრენი აპარატების ნატოს წევრ სახელმწიფოებში გამოჩენის შემდეგ სამხედრო ალიანსი მსგავს შემთხვევებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. დანიის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დრონების მიღმა იდგა პროფესიონალი, რომლის შეჩერებაც გართულდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. კოპენჰაგენის პოზიციით, მსგავსი შემთხვევების მიზანი საზოგადოებაში შიშის გაჩენაა. ქვეყანა დრონების ნეიტრალიზებისა და ჩამოგდების მიზნით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. ქვეყნის დაზვერა კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და საბოტაჟის რისკებზე უკვე აქტიურად მუშაობს.

საგულისხმოა, რომ არაიდენტიფიცირებული დრონების გამო უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე მარნაში. მურმელონ-ლე-გრანის სამხედრო ბაზა სწორედ ის ადგილია, სადაც გასულ წელს უკრაინელ სამხედროებს წვრთნები ჩაუტარდათ. საფრანგეთის სამხედრო მაღალჩინოსნებს მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ წარმოუდგენიათ, მიმდინარეობს გამოძიება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend