იტალია არ უერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს გაეროს მიმდინარე შეკრების ფორმატში აღიარებენ.
ოფიციალური რომი ამ იდეის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის თქმით, ამას იტალია მხოლოდ კონკრეტული პირობით გააკეთებს, თუ „ჰამასი” დარჩენილ ისრაელელ მძევლებს გაათავისუფლებს და თუ ის გარანტირებულად იქნება პალესტინის მთავრობის მიღმა.
„ვინც ომი დაიწყო, არ უნდა დაჯილდოვდეს” – აღნიშნა მელონიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე. მან ასევე ისაუბრა გაეროს როლზე კონფლიქტების მოგვარებაში.
.
„ვერ დაჯილდოვდება ის, ვინც ომი დაიწყო. ამასთან, საინტერესოა, პასუხობს თუ არა ჩვენი ეპოქის გამოწვევებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც 80 წლის წინ შევქმენით? ვფიქრობ არა!
მულტილატერალიზმი, დიალოგი და დიპლომატია – ქმედითუნარიანი ინსტიტუტების გარეშე ცარიელი სიტყვებია. უნდა შევიცნოთ ჩვენი შესაძლებლობები, უნდა ვაღიაროთ ღრმა რეფორმების აუცილებლობა, რომელიც გაეროს დაუყოვნებლივ ესაჭიროება”, – თვლის ჯორჯა მელონი.