მთავარიევროპადანიადანიამ უსაფრთხოების საგანგებო ზომები გაამკაცრა

დანიამ უსაფრთხოების საგანგებო ზომები გაამკაცრა

დანიის „ოლბორგის“ აეროპორტი დროებით მას შემდეგ დაიხურა, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი შენიშნეს – ინფორმაციას გამოცემა Ruters ავრცელებს.  „ოლბორგის“ აეროპორტი გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ფრენისთვის.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული თავდასხმაა.

მისივე თქმით, კოპენჰაგენის აეროპორტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ევროპაში რუსეთის დრონების შეჭრისა და საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებს.

დანიაში რუსეთის ელჩმა კატეგორიულად უარყო ბრალდება და განმარტა, რომ რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს დრონების ინციდენტებთან. მან პრემიერ-მინისტრის ეჭვებს „უსაფუძვლო“ უწოდა.

დანიის შეიარაღებულ ძალებში შემთხვევის შესახებ განმარტებები არ გაკეთებულა, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავ უწყებებთან გამოძიების პროცესში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend