საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ დაპირისპირებაში სლოვაკეთი ორი მატჩის ჯამში 7:6 დაამარცხა და ევრო 2026-ზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბრატისლავაში გამართული მატჩი სლოვაკთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა, თუმცა საქართველოს ნაკრები საშინაო მატჩში მოპოვებული 4:1 გამარჯვების შედეგად მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ბოლო მატჩში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს.
ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.