მთავარიევროპაესტონეთი50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს

50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს.

მარგუს ცაჰკნას განცხადებით, რუსეთის წინდაუხედავი ქმედებები არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევი ესკალაციაა, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს.

„ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების ნაწილია, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას აგრძელებს“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

განცხადება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს საქართველოც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend