მთავარიმსოფლიოუკრაინული დელეგაცია დონალდ ტრამპის გუნდს ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი აშშ-ში შეხვდება

უკრაინული დელეგაცია დონალდ ტრამპის გუნდს ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი აშშ-ში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი დონალდ ტრამპის გუნდს 28-29 აგვისტოს შეხვდებიან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსკოვს არ სურს შედეგიან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა და იმის შესრულება, რისი დაპირებაც გასცა. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, რადგან რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს ყოვლდღიურად აგრძელებს.

„ხუთშაბათს – ამერიკის შეერთებილი შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან შეხვედრები გაიმართება შვეიცარიაში. პარასკევს – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში. შეხვედრებზე ჩართული იქნება ყველა, ვინც უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მუშაობს – უსაფრთხოების გარანტიების სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ კომპონენტებზე. ამოცანაა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დაჩქარდეს, რათა ის ასევე გახდეს ბერკეტი – გავლენის ბერკეტი: რუსებმა უნდა დაინახონ, რამდენად სერიოზულია მსოფლიო და რუსეთისთვის რამდენად ცუდი შედეგები მოჰყვება იმას თუ ომი გაგრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend