XI მოწვევის საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე პარლამენტმა პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლის მანდატის ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
ამ ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.
პარლამენტში მანდატი ჯამში 61 ოპოზიციონერ წევრს შეუწყდა. ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონიერება, პარლამენტის ლეგიტიმურობა არ ცნო და პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.
პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში მათი გამოკლებული წევრების უფლებამონაცვლეთა ცნობის საკითხი დადგა.


