მთავარიევროპამოლდოვასაფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მოლდოვას ეწვევიან

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მოლდოვას ეწვევიან

27 აგვისტოს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყანა საპარალმენტო არჩევნებისთვის ემზადება.

28 სექტემბერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და მისი მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ უმრავლესობის შენარჩუნებას შეეცდება. თუმცა კრემლი გავლენის შენარჩუნებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესისთვის ხელის შეშლას განაგრძობს.

ამასთან დაკავშირებით 27 აგვისტოს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მოლდოვაში ჩავლენ და ერთობლივად მიმართავენ მოლდოველ ამომრჩევლებს იმის თაობაზე, რომ მათ ზურგი აქციონ რუსულ პროპაგანდას და მხარი დაუჭირონ თავიანთი ქვეყნის პროევროპულ მთავრობას.

„არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან. მათ ეს ადრეც სცადეს, მაგრამ მოლდოველმა ხალხმა იცის, რა არის მათთვის საუკეთესო“, – განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend