მთავარიმსოფლიოზელენსკი: „ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები”

ზელენსკი: „ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები”

„ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ ყველა დეტალი ომისა და ხოცვის დასრულების შესახებ. მადლიერი ვარ მოწვევისთვის”, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ორმხრივი საუბარი ერთ საათს გაგრძელდა, შემდეგ კი მათ სხვა ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ. ტრამპმა ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან წარმართული მოლაპარაკებების მთავარი დეტალები გააცნო. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს მშვიდობის დასამყარებლად.

„ამერიკის შეერთებული შტატების ძალას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიმდინარე ვითარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრამპის ინიციატივას სამმხრივი შეხვედრის შესახებ – უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მონაწილეობით.

ხაზს ვუსვამთ, რომ საკვანძო საკითხები უმაღლესი ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს და ამის შესაფერისი ფორმატი – სამმხრივი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ჩართულები იყვნენ პროცესში ყველა ეტაპზე, რათა ამერიკასთან ერთად უსაფრთხოების სანდო გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი.

ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით არსებული დადებითი გზავნილები განვიხილეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას პარტნიორებთან. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება”, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend