მთავარიევროპარუსეთი„რუსეთის ქალაქ კურსკს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს" - კურსკის გუბერნატორი

„რუსეთის ქალაქ კურსკს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს” – კურსკის გუბერნატორი

რუსეთის ქალაქ კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას 1 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის, ინფორმაციით, დაღუპულია 45 წლის ქალი, დაჭრილებს შორის კი ერთი ბავშვია.

რეგიონის ხელისუფლების თანახმად, ქალაქ კურსკთან ახლოს მდებარე სახლს უკრაინული დრონი მოხვდა და აფეთქების ტალღამ მეზობელი სახლებისა და სკოლის ფანჯრები ჩაამსხვრია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend