მთავარიაზიაინდოეთიაშშ ინდოეთს სანქციების გაზრდით ემუქრება

აშშ ინდოეთს სანქციების გაზრდით ემუქრება

აშშ ინდოეთს გათვალისწინებულზე უფრო დიდი სანქციების დაწესებით ემუქრება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა.

სავარაუდოდ, თეთრ სახლში გადაწყვეტილებას მომდევნო 24 საათში მიიღებენ. აქამდე ინდოეთიდან შტატებში იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადი იყო გათვალისწინებული.  მიზეზად  ის სახელდება, რომ ნიუ-დელი მოსკოვისგან ზედმეტად დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობს, ამით კი უკრაინაში რუსეთის ომის გაგრძელებას უწყობს ხელს.

„ინდოეთთან მიმართებით ჩვენ 25%-ზე შევჯერდით, მაგრამ ვფიქრობ, მომდევნო 24 საათში ამ რიცხვს მნიშვნელოვნად გავზრდი, რადგან ისინი რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ამით კი სამხედრო მანქანის მუშაობას ხელს უწყობენ და თუ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ, მაშინ მე კმაყოფილი ნამდვილად არ ვიქნები. თუ ენერგორესურსებზე ფასები საკმარისად შემცირდება, მაშინ პუტინი ხალხის მკვლელობას შეწყვეტს. თუ ენერგორესურსების ფასი კიდევ შემცირდება, ბარელზე 10 დოლარით, მას სხვა არჩევანი აღარ დარჩება, რადგან მისი ეკონომიკა ცუდ დღეშია“, – თქვა დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში.

თავის მხრივ საკუთარი ეკონომიკის დაცვას ცდილობს ინდოეთი და ამ მიდგომის გამო აშშ-ს აკრიტიკებს. ნიუ-დელიში ფიქრობენ, რომ მიდგომა უსამართლოა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის სახელმწიფოები მოსკოვისგან ასევე ყიდულობენ ენერგიას. თუმცა აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო კავშირები მნიშვნელოვნად შეკვეცეს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების მისატაცებლად ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend