მთავარიამერიკაკანადაკანადა პალესტინის აღიარებას გეგმავს

კანადა პალესტინის აღიარებას გეგმავს

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ქვეყანა 2025 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია როგორც ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის მისაღწევად, ისე ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად.

თუმცა, მარკ კარნი აცხადებს, რომ აღიარება დამოკიდებულია პალესტინის ხელისუფლების მიერ აუცილებელი რეფორმების ჩატარებაზე, მათ შორის 2026 წლის არჩევნების ორგანიზებასა და პალესტინის სახელმწიფოს განიარაღებაზე.

„ათწლეულების განმავლობაში არსებობდა იმედი, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის, მიიღწეოდა მშვიდობა, რომელიც ისრაელის მთავრობისა და პალესტინის ავტონომიის მოლაპარაკებებზე იქნებოდა დაფუძნებული. სამწუხაროდ, ეს მიდგომა აღარ არის რეალური.  ამის მიზეზი ისრაელისა და მისი მოსახლეობის მიმართ „ჰამასის“ მუდმივი ტერორისტული ქმედებაა და ეს ვნახეთ 2023 წლის 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმის დროს.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ დიდი ხანია, ძალადობრივად უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას. კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარს დაუჭერს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე 2025 წლის სექტემბერში. ეს განზრახვა აღსრულდება, თუ გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები და  პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აიღებს  ვალდებულებას, ძირეულად შეცვალოს მმართველობა, ჩაატაროს 2026 წელს არჩევნები, რომელშიც „ჰამასი“ ვერ მიიღებს მონაწილეობას და განაიარაღებს პალესტინის სახელმწიფოს. კანადა გააძლიერებს ძალისხმევას პალესტინაში ძლიერი დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად და მისი მოსახლეობის მშვიდობიან გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნმა.

კანადის პოზიციის ოფიციალურ გახმოვანებამდე პალესტინის აღიარების შესახებ განცხადება გაკეთდა ლონდონში. მინისტრთა კაბინეტთან საგანგებო სხდომის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ამას გააკეთებს, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლს არ შეწყვეტს. რამდენიმე დღით ადრე მსგავსი განცხადებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

პალესტინის შესაძლო აღიარების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის განცხადებებს დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მწვავე კრიტიკა უკვე მოჰყვა. ტრამპმა მაკრონზე ისიც თქვა, რომ მის სიტყვებს ფასი არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend