შვეიცარია ცდილობს, აღადგინოს ბუნკერების სისტემა, რომელთაგან ბევრი მრავალი წელია გამოუყენებელია.
რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური ომის და შეშფოთების გამო, შვეიცარიის სამხედრო ძალები განიხილავენ, აღადგინონ ქვეყანაში მიმოფანტული დაახლოებით 8000 ბუნკერი, რომელთაგან ზოგიერთი 1886 წლით თარიღდება,
ეს ბუნკერები თავდაპირველად აშენდა სტრატეგიული ადგილებზე, მათ შორის რკინიგზათან და ალპურ უღელტეხილებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბუნკერი ოდესღაც აღჭურვილი იყო მოწინავე თავდაცვითი სისტემებით საბჭოთა სარაკეტო საფრთხეებისგან დასაცავად, ცივი ომის შემდეგ, მათი მოდერნიზაცია აღარ ხდებოდა.
ბიუჯეტის შემცირებისა და თავდაცვის პრიორიტეტების შეცვლის გამო კი ზოგიერთი მათგანი მოქალაქეებზეც გაიყიდა, თუმცა 2023 წელს მათი გაყიდვა შეწყდა.
„სამხედრო საფრთხეების ბუნება შეიცვალა. ბუნკერების განლაგება შესაცვლელია და მათში შენახული იარაღი მხოლოდ კიდევ ათი ან ოცი წელი გაძლებს“, – განუცხადა შვეიცარიის არმიის მეთაურმა თომას ზიუსლიმ ადგილობრივ მედიას.
ახლა შვეიცარიის არმიას სურს, ამ ბუნკერების გადაქცევა „რთულად შესატევ თავდაცვით კვანძებად“, ამისთვის ისინი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავენ.