მთავარიევროპაესპანეთიძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო ესპანეთში რამდენიმე პროვინცია დაიტბორა

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო ესპანეთში რამდენიმე პროვინცია დაიტბორა

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო ესპანეთში რამდენიმე პროვინცია დაიტბორა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სარაგოსის რეგიონში, წყალდიდობის გამო ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შაბათს, 12 ივლისს, რეგიონში გაგზავნეს სამხედრო-სამაშველო დანაყოფი, რომელიც ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას. მათ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ტუმბავენ წყალს საცხოვრებელი და საავტომობილო ზონებიდან და აწყობენ ბარიკადებს, რათა თავიდან აიცილონ დატბორვის საფრთხე.

რთული ამინდის პირობებში კატალონიის რეგიონში ორი ადამიანი გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში მეხანძრეების, წყალქვეშა და საჰაერო სამაშველო ჯგუფების გარდა, ჩართული არიან რეგიონული პოლიციისა და საზღვაო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულები, რომლებიც  ხიდზე გადადიოდნენ, მდინარეში ჩაცვივდნენ.

ესპანეთის ამინდის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რვა პროვინციაში წყალდიდობაა მოსალოდნელი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით მდინარეებსა და დაბლობ ადგილებთან ახლოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend