ავტორიტეტიანი ორგანიზაცია Freedom House პლატფორმა X-ზე საქართველოს შესახებ აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს.
ორგანიზაციის წერილის მიხედვით, საქართველოში აპატიმრებენ ოპოზიციონერ ლიდერებს და მიზანმიმართულად სჯიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ახლად მიღებული კანონების მეშვეობით.
We are deeply concerned by the Georgian government’s continued, escalating antidemocratic behavior, including the jailing of political opposition leaders and ongoing targeting of civil society groups under the country’s newly enacted foreign agents law.
These actions move… https://t.co/89dMIJRA85
— Freedom House (@freedomhouse) June 30, 2025
„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, რომლებიც მოიცავს ოპოზიციონერ ლიდერთა დაპატიმრებასა და სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართულ დასჯას ახლად მიღებული „აგენტების კანონის“ მეშვეობით. ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელ სტანდარტებს“, – ნათქვამია Freedom House-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და უზრუნველყოს ქვეყანაში აქტიური სამოქალაქო სივრცის არსებობა.