მთავარიევროპაბელარუსითავისუფლება ხანგრძლივი დუმილის შემდეგ – ბელარუსის ხელისუფლებამ სერგეი ციხანოვსკი გაათავისუფლა

თავისუფლება ხანგრძლივი დუმილის შემდეგ – ბელარუსის ხელისუფლებამ სერგეი ციხანოვსკი გაათავისუფლა

ბელარუსში პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი,  სიარჰეი ციხანოვსკი, გათავისუფლდა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად მისმა მეუღლემ, უცხოეთში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ გაავრცელა.

სიარჰეი ციხანოვსკი, რომელიც 2020 წელს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ კენჭისყრას გეგმავდა, ამავე წელს დააკავეს და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის მინსკიდან ხელბორკილებით ლიეტუვაში გადაიყვანეს, სადაც შეხვდა ცოლსა და შვილებს.

ციხანოუსკაიას ოფიციალურ ტელეგრამარხზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოდის ციხანოუსკი თეთრი მიკროავტობუსიდან.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, დაკავების შემდეგ იზოლაციაში იყო. მას არც საკვები ჰქონდა და არც მკურნალობის შესაძლებლობა:

„ეს ნამდვილად წამებაა. ციხის თანამშრომლები მემუქრებოდნენ, რომ აქ მხოლოდ 20 წელი არ ვიქნებოდი, 411-ე მუხლითაც  გამასამართლებდნენ.  ეს საშინელი მუხლია, რომელიც პატიმრობას ახანგრძლივებს. მაგალითად, თუ დროზე არ დაასუფთავე ოთახი, უკვე დარღვევად ითვლება. ერთი დარღვევაც კი საკმარისია, რომ სასჯელი 2 წლით გაგიხანგრძლივონ. ასე უგრძელებენ სასჯელს სხვებსაც, არა მხოლოდ მე. ისინი ამ გზით ცდილობენ, რომ ციხიდან ვერასდროს გამოხვიდე. მათ მითხრეს, რომ აქედან ვერასდროს გამოვიდოდი  და გამუდმებით მიმეორებდნენ, რომ აქვე მოვკვდებოდი.” – განაცხადა სერგეი ციხანოვსკმა.

ციხანოვკისთან ერთად გათავისუფლდა კიდევ 13 პოლიტპატიმარი, მათ შორის  „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი იგორ კარნეი, რომელიც ექსტრემიზმის ბრალდებით იხდიდა სამწლიან სასჯელს.

ციხანოუსკი მას შემდეგ გაათავისუფლეს,  რაც  აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი, კიტ კელოგი მინსკს ეწვია.

ალექსანდარ ლუკაშენკამ კელოგს უმასპინძლა და განაცხადა, რომ ამერიკელები “ბელარუსის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იქნებიან”. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბელარუსი ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობის ლეგიტიმიზაციას და სანქციების შემსუბუქებას.

ციხანოუსკი უკვე გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას და ამბობს, რომ მხარს უჭერს უკრაინას. მისი განცხადებით, რუსეთი და კრემლი ბელარუსის დიქტატურის მხარდამჭერები არიან და სწორედ ვლადიმირ პუტინის დახმარებით შეძლო ლუკაშენკამ რეჟიმის შენარჩუნება.

ამჟამად ბელარუსში 1,100-ზე მეტი პოლიტპატიმარია, მათ შორის – უფლებადამცველი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი, ყოფილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკა და ოპოზიციონერი ლიდერი მარია კალესნიკოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend