მთავარისაქართველონიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა

ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პატიმრობაში მყოფი კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმეს განიხილავდნენ. მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრებოდა. ამ საქმეზე პოლიტიკოსს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც ორ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

პოლიტიკოსი 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე დღეს, 30 მაისს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend