მთავარისაქართველომორიგი სხდომა ანატოლი გიგაურის საქმეზე

მორიგი სხდომა ანატოლი გიგაურის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა „სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ქართულ მედიას“, – თქვა დარბაზში შემოსვლისას ბრალდებულმა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევდნენ. სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმე მიხეილ რამიშვილმა – იგი ანატოლი გიგაურის დაკავებამდე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას შეესწრო.

მოწმემ განაცხადა, რომ გაიგო ანატოლი გიგაურის კითხვა პოლიციელების მისამართით – მისი თქმით, გიგაური სამართალდამცველებს ეკითხებოდა, თუ რატომ ურტყამდნენ. მოწმემ თქვა ისიც, რომ დაინახა, როგორ მოიქნია ანატოლი გიგაურმა ხელი, თუმცა შეეხო თუ არა მისი ხელი პოლიციელს, არ დაუნახავს. მიხეილ რამიშვილის თქმით, გიგაურის ქმედება პოლიციელის მიმართ „უფრო ხელით მოშორებას ჰგავდა.“

ანატოლი გიგაური სამართალდამცველებმა 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. ბრალდების თანახმად, იგი პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია საპროტესტო აქციებისას დაკავებული სხვა პირების, მათ შორის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციასა და თედო აბრამოვის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის პროცესები.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend