მთავარისაქართველოკიდევ ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათგან დოკუმენტებს ითხოვს

კიდევ ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათგან დოკუმენტებს ითხოვს

ხუთშაბაღს ღამით, კიდევ ორმა ორგანიზაციან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათგანაც მოითხოვა გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ ბიურო სასამართლოს ბრძანებაზე დაყრდნობით მოითხოვს ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს ასევე უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში მათი ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას –

ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე წერს რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს მათ პარალიზებასა და გაჩუმებას.

მისივე განმარტებით, ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა მედიის განვითარების ფონდმაც, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად”, -წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ბოლო დღეებია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანტიკორუციული ბიურო მათან ითხოვს საქმნიაბოს დეტალური ინფორმაციის გადაცემას. მათ შორისაა ამ ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფთა პირადი ინფორმაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend