მთავარიევროპაუკრაინა„რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის გადარჩენას ცდილობს“, - ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის გადარჩენას ცდილობს“, – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევში ამ კვირის დასაწყისში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა „განზრახული ტერორი“ იყო.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სამშაბათს დილით კიევზე დრონებითა და სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დედაქალაქში 28 ადამიანი დაიღუპა.

ზელენსკი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკთან და შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოსთან ერთად, ხუთშაბათს დილით კიევის სოლომიანსკის რაიონში მდებარე იმ საცხოვრებელ კორპუსს ეწვია, რომელსაც რაკეტა დაეცა და სრულად ჩამოინგრა. მათ ყვავილები მიიტანეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„მკვლელობა და განადგურება ერთადერთი რამ არის, რასაც პუტინი და მისი რუსეთი ნამდვილად კარგად ახერხებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ამ დარტყმას არანაირი სამხედრო ლოგიკა არ ჰქონია. ეს რუსეთის სამხედრო დღის წესრიგს არაფერს შემატებს. ეს არის განზრახული ტერორი – იგივე, რასაც პუტინის არმია აქამდეც ყველგან აკეთებდა, ჩეჩნეთიდან სირიამდე. მკვლელობა და განადგურება ერთადერთი რამ არის, რასაც პუტინი და მისი რუსეთი ნამდვილად კარგად ახერხებენ და სწორედ ეს აერთიანებს რუსეთს ისეთ რეჟიმებთან, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ასევე ისრაელ-ირანის კონფლიქტზე და თქვა, რომ “რუსეთი ახლა ირანის ბირთვული პროგრამის გადარჩენას ცდილობს”

მისივე განმარტებით, როდესაც მოსკოვის რომელიმე მოკავშირე ომის წარმოების უნარს კარგავს, “რუსეთი ზარალდება და ყოველთვის ცდილობს ჩარევას”

“ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აგრესიულ რეჟიმებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაერთიანდნენ და პარტნიორებად იქცნენ”, – განმარტავს ზელენსკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend