საქართველოში გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება. 18-დან 22 ივნისის ჩათვლით საქართველოს მსოფლიოში ცნობილი „მიშლენის ვარსკვლავის“ შეფები და კულინარიული ექსპერტები ესტუმრებიან.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა: მდგრადი გასტრონომია. Tbilisi Gastro Week 2025-ის მიზანია საქართველოში მდგრადი გასტრონომიისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და მისთვის ეკოლოგიური, სოციალური და ეთიკური მნიშვნელობის მინიჭება.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გასტრონომიისა და სოფლის ტურიზმის ასოციაციის კრეატიულმა დირექტორმა, დადუნა ღლონტმა ისაუბრა.