მთავარისაქართველოგმირთა მოედნის ესტაკადის უსაფრთხოების გეგმიური გამოკვლევა იწყება

გმირთა მოედნის ესტაკადის უსაფრთხოების გეგმიური გამოკვლევა იწყება

თბილისის მერია გმირთა მოედანზე გეგმიურ გამოკვლევა-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს პროცესი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასებას მოიცავს.

სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში 2-დან 6 საათამდე გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. მერიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების მიზანი პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებაა.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend