აშშ-ში სოციალური ქსელი გახდა ახალი ამბების მიღების მთავარი წყარო და ამით გადაუსწრო ტრადიციულ ტელეარხებს და ახალი ამბების ვებგვერდებს, – ამის შესახებ ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც Reuters Institute-მა ჩაატარა 48 ქვეყანაში.
კვლევის მიხედვით ნახევარზე მეტი, დაახლოებით 54% ამერიკელებისა იღებს ინფორმაციას ისეთი ქსელებისგან როგორებისაა ფეისბუკი, იქსი და იუთუბი, მაშინ როდესაც ტელევიზიას ეყრდნობა 50%, ხოლო საინფორმაციო ვებსაიტებს 48%.
კვლევის ავტორის, ნიკ ნიუმანის თქმით, სოციალური მედიის პოპულარობის ზრდა არ არის უნიკალური შემთხვევა რომელიც მხოლოდ აშშ-ში ხდება, თუმცა კვლევის თანახმად, ეს მოვლენა ამერიკაში უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.