ირანის სახელმწიფო მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურისა და მისი მოადგილის ლიკვიდაციას ადასტურებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის თანახმად, მოჰამად კაზემი და ჰასან მოჰაკეკი, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ თეირანზე 15 ივნისს მიტანილ იერიშებს ემსხვერპლნენ. ამავე წყაროს თანახმად, ლიკვიდირებულია დაზვერვის მესამე ოფიცერი მოჰსენ ბაგერიც.
რამდენიმე საათით ადრე, მოჰამად კაზემისა და ჰასან მოჰაკეკის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.