თბილისი გასტრო კვირეული- პირველი გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში- ბრუნდება.
ფესტივალი 18-22 ივნისს გაიმართება და მის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი შეფები და კულინარიული ექსპერტები.
თბილისი გასტრო კვირეული წელს მეოთხედ ტარდება. წლევანდელი ფესტივალის თემა, ისევე, როგორც შარშან, მდგრადი გასტრონომიაა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისი გასტრო კვირეულის იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა.