უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ეს ამ კვირის განმავლობაში ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპია.
ამჯერად გათავისუფლდნენ ის უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც მძიმედ დაჭრილები არიან ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.
გაცვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ გაცვლის პროცესი შეეხო 18-დან 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცებს.
We continue the return of our people, as agreed in Istanbul. Today marks the first stage of the return of our injured and severely wounded warriors from Russian captivity. All of them require immediate medical attention. This is an important humanitarian act.
Warriors from… pic.twitter.com/jzQMGTerzZ
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 10, 2025
„დღეს ამ კვირაში მებრძოლების გაცვლის მეორე ეტაპია. დავაბრუნეთ დაჭრილი ჯარისკაცები, ზოგი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ისინი სხვადასხვა დანაყოფიდან არიან. ყველას სჭირდება სერიოზული სამედიცინო დახმარება. ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ველით ამ პროცესის გაგრძელებას. ამაზე ცალკე განცხადებები გაკეთდება. ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ ყველა ტყვე და გავათავისუფლოთ ისინი“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე უკრაინელმა მებრძოლმა საჯაროდ გამოხატა ემოცია.
გათავისუფლებულებს შორის არიან მებრძოლები, რომლებიც სამი წლის წინ მარიუპოლის ბრძოლის დროს ტყვედ აიყვანეს. მათ უმრავლესობას აღენიშნებოდა მძიმე ფიზიკური დაზიანება.
გაცვლის პროცესს ოფიციალურად გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსი ტყვეების. მეორე ჯგუფი მიღო .