მთავარიევროპაიტალიაუცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება შესაძლოა გამარტივდეს - რეფერენდუმი იტალიაში

უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება შესაძლოა გამარტივდეს – რეფერენდუმი იტალიაში

იტალიაში იმართება რეფერენდუმი. ქვეყანაში  შესაძლოა, უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს.

რეფერენდუმზე ასევე განიხილება დასაქმებულთა უფლებების საკითხიც. ხმის მიცემა გუშინ, 8 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდება.

იტალიელებმა უნდა უპასუხონ 5 კითხვას, მათ შორისაა: უჭერენ თუ არა მხარს ბინადრობის პერიოდის 5 წლამდე შემცირებას.

იმისათვის, რომ რეფერენდუმის შედეგები არ გაბათილდეს,  მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მაინც უნდა მიიღოს.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ამ რეფერენდუმის წინააღმდეგია. ის პირველივე დღეს მივიდა საარჩევნო უბანზე, თუმცა ხმა არ მიუცია. მისი თქმით, „ამჟამინდელი სისტემა  შესანიშნავია და ყველასთვის ღიაა.”

ახლანდელი კანონმდებლობით, უცხოელმა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი მაინც უნდა იცხოვროს, სანამ მოქალაქეობაზე შეიტანს განაცხადს. მის განხილვას კი შესაძლოა წლებიც დასჭირდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დგას სასწორზე. დიდი ინტერესი გამოიწვია უცხო ქვეყნიდან ჩამოსულთათვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულმა საკითხმა. თუ რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდება, მოქალაქეობის მისაღებად მხოლოდ ხუთი წელი იქნება საჭირო. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია იტალიაში მუშაობენ და ცხოვრობენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც ოპოზიციამ და პროფკავშირებმა მხარი დაუჭირეს ამ რეფერენდუმს”, – ამბობს, AP-ის ჟურნალისტი ჯეიდ ზამპანო.

იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი შედგება, იტალიის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა უცხო ქვეყნის 2 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეძლება. რეფერენდუმის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend