მთავარისაქართველოსასამართლომ „ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, საქმე განიხილა

სასამართლომ „ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, საქმე განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს, „ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, საქმე განიხილეს. მათი სასამართლო სხდომები დღეს დასრულდა. პოლიტიკოსებს პროკურატურა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. ისინი საგამოძიებო კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ე.წ. კომისია ე.წ. პარლამენტმა შექმნა, მისი ლეგიტიმაცია არ აღიარა დასავლეთმა. ჩვენ, მე და ჩვენმა გუნდმა უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, დავტოვეთ მანდატები, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. შემდეგ შექმნეს ე.წ. კომისია, კონსტიტუცია დაარღვიეს… ამდენ დროს იმიტომ ვხარჯავ, რომ კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ დანაშაულს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ პოლიტიკოსებს თავს ახვევენ”, – განაცხადა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„ეს არის ყალბი კომისია, ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია იმ პერიოდში. ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული – ჩემი დისკრედიტაციის, ჩემი პოლიტიკური დევნის გაგრძელების”, – განაცხადა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ორივე პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე, ან თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend