ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ერთი წლის ბავშვი, მისი დედა და ბებია. ასევე დაშავებულია 9 პირი.
ექვსმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გამთენიისას საცხოვრებელ რაიონზე მიიტანა იერიში.

დაღუპული ბავშვი ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის შვილიშვილი იყო. ოლექსანდრ ლებედი გამოძახებაზე საკუთარ სახლში მივიდა.
რუსების იერიშებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ქალაქ პრილუკიზე იერიშის შედეგად დაიღუპა იმ უკრაინელი მაშველის ოჯახი, რომელმაც ცხოვრება სხვების გადარჩენას მიუძღვნა. თავდასხმები იყო ხარკივზე, სუმისა და დონეცკის რეგიონებზე, ნიკოპოლზე, ზაპოროჟიისა და ხერსონის რეგიონის სოფლებზეც. უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ ეს არის ყოველდღიური რეალობა იმისა, რისი გაკეთებაც რუსებს შეუძლიათ და სამწუხაროდ, მსოფლიო მათ ამის საშუალებას აძლევს.
Last night, Russia struck Pryluky in the Chernihiv region with six attack drones. A rescue operation continued throughout the night. Unfortunately, there have been injuries and fatalities. One of the rescuers arrived to deal with the aftermath right at his own home — it turned… pic.twitter.com/5B0WhRwenr
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 5, 2025
აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევშიც, სადაც იერიშებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოქმედების შედეგად რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია სამი ადამიანი.

თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
ტრამპის ინფორმაციით, პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიტანდა იერიშს უკრაინაზე რუსულ აეროდრომებზე თავდასხმების საპასუხოდ.
3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად აშშ-ის ხელმძღვანელობით დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, შესაბამისად, სასტიკი ომი ჯერ კიდევ გრძელდება.