5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ეს დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე წლის განმავლობაში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხს ეძღვნება.
2025 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია – „დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება”. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით დამენიამ ისაუბრა.