რამდენიმე დღეა, ამოქმედდა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, იგივე FARA.
რა ნაკლოვანებებს ხედავენ კანონში ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რით განსხვავდება ქართული პროექტი ამერიკულისგან, ვინ ჩაითვლება და ვინ არ ჩაითვლება “აგენტად” და “უცხოეთის ინტერესების გამტარებლად” და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი ან ორგანიზაცია უარს იტყვის რეესტრში რეგისტრაციაზე – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ იურისტი თათია კონიაშვილი საუბრობს.